უპირატესობები

მიწისქვეშა პარკინგი

ბინის მფლობელებს კომპლექსი სთავაზობს საკუთარ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილს. პარკირების ზონაში შესვლა შესაძლებელია ავტომატური ჭიშკრით, რომელიც მუდმივად კონტროლდება დაცვის კამერების საშუალებით.

კალათბურთის მოედანი და სპორტდარბაზი

კომპლექსი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტდარბაზით, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანსაღი, აქტიური ცხოვრებისთვის. ბავშვების ყოველდღიური გართობისთვის კი გამოყოფილია კალათბურთის გარე მოედანი. ორივე სივრცე შექმნილია ექსკლუზიურად ჩვენი მაცხოვრებლებისთვის, ამიტომ მათზე წვდომა უცხო პირებისთვის აკრძალულია.

მწვანე ზონა – ბაღი და საბავშვო მოედანი

კომპლექსი შესაძლებლობას გაძლევთ, გაატაროთ დრო ოჯახთან ერთად, მყუდრო და მწვანე გარემოში. ბაღი, რომელშიც გაშენებულია 180-ზე მეტი ხე, მოიცავს 3000 მ²-ს და ორიენტირებულია თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხო დასვენებაზე რეკრეაციულ ზონაში, თქვენივე სახლის წინ.

კომერციული და მომსახურების ზონა

ყოველდღიური საყიდლებისთვის ჩვენს მაცხოვრებლებს არ უწევთ კომპლექსის დატოვება. ნებისმიერი საჭიროებისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ კომერციულ ზონას, ისიამოვნოთ შოპინგით, შეიძინოთ პროდუქტები – ახალგამომცხვარი პური ან თუნდაც საკონდიტრო ნაწარმი. აქ შეგიძლიათ, ისარგებლოთ ტანსაცმლის გარეცხვისა და გაუთოების სერვისითაც კი. ამას გარდა, ტერიტორიაზე ფუნქციონირებს აფთიაქი ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში. მეტი კომფორტისთვის კი, ნებისმიერი ზემოაღნიშნული პუნქტიდან, შეგიძლიათ, ისარგებლოთ სახლში მიტანის სერვისით.

Print Friendly, PDF & Email