ხელმისაწვდომი კომფორტი მდინარე მტკვართან, თბილისში
მტკვარი რეზიდენსი – ბალავარის ახალი კომპლექსი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს უსაფრთხო, მულტიფუნქციური საცხოვრებელი სივრცე თბილისში. მტკვარი რეზიდენსი, რომელიც მდინარე მტკვარსა და ორთაჭალის ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს, მრავალფეროვანი, აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვისაა. კომპლექსის სივრცეები ქმნის იდეალურ გარემოს თქვენი და თქვენი ოჯახის მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის.
პროექტის შესახებ
მტკვარი რეზიდენსი მოიცავს თანამედროვე არქიტექტურული დიზაინის სხვადასხვა ტიპის ფართებს, მათ შორის სტუდიო, ერთ, ორ და სამოთახიან აპარტამენტებს. კომპლექსი აერთიანებს ორ – A და B ბლოკს. ტერიტორიაზე გამოყოფილია ოთხი დამოუკიდებელი შესასვლელი, მიწისქვეშა პარკინგი, სპორტდარბაზი, გარე საბავშვო მოედანი და სრული ზომის კალათბურთის მოედანი. ორივე ბლოკი დაკავშირებულია კომპლექსის კომერციულ ცენტრთან, რომელშიც განთავსებულია სუპერმარკეტი, აფთიაქი და ქიმწმენდის სერვისი. თქვენი ოჯახის სრული უსაფრთხოებისთვის, კომპლექსის ტერიტორია კონტროლდება დაცვის კამერებით. სწორედ ეს შესაძლებლობები ქმნის იმ გარემოს, რომელიც თქვენი ოცნების ბინას აუცილებლად უნდა ჰქონდეს.